Accessibility links

logo-print

თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს RMG-ის გაფიცულმა მუშებმა


თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს დაბა კაზრეთის ოქროს მომპოვებელი საწარმო RMG-ის გაფიცულმა მუშებმა. ისინი რამდენიმე კვირაა აქციებს მართავენ და სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომელთა დაბრუნებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. შექმნილ ვითარებაში ჩარევა გაფიცულმა მუშებმა საქართველოს მთავრობისგან დღეს თბილისში მოითხოვეს. აქციის ოთხ მონაწილეს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ. გაფიცულმა მუშებმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ პრემიერის წარმომადგენლები დაბა კაზრეთში ორშაბათს ჩავლენ და მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან.
XS
SM
MD
LG