Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა პროვოკაციად შეაფასა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა


რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა პროვოკაციად შეაფასა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაცაა. პრეზიდენტის განცხადებით, რთული ვითარებაა მთლიანად რეგიონში, ამიტომ საქართველო უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რათა პროვოკაციებს არ წამოეგოს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მსგავს ქმედებებს საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობით პასუხობს. რუსული სამხედრო ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებიდან 6 მარტს შემოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და სამეგრელოსა და შიდა ქართლში გადაუფრინეს პოლიციის საგუშაგოებს.
XS
SM
MD
LG