Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი სათანადო ზომებით უპასუხებს ევროკავშირის სანქციებს


მოსკოვი აპირებს, საპასუხო ზომები მიიღოს, ყირიმის კრიზისის გამო მის მიმართ ევროკავშირის სანქციების ამოქმედების შემთხვევაში. რუსეთის საგარეო უწყებამ პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი არ შეეგუება „სანქციებისა და მუქარის ენას“. ევროკავშირი აცხადებს, რომ განიხილავს რუსი ოფიციალური პირების საბანკო ანგარიშების გაყინვისა და მათთვის ვიზებზე უარის შესაძლებლობას, თუ რუსეთის მთავრობა მომდევნო რამდენიმე დღეში არ დაიწყებს უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას. ამასთან, ევროკავშირი უარს ამბობს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ მოლაპარაკების გაგრძელებაზე.
XS
SM
MD
LG