Accessibility links

კვლევა „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“


7 მარტს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა პრეზენტაცია კვლევისა „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“. გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულების და საოჯახო საქმეებში მათი ჩართულობის გამოვლენა იყო. როგორც კვლევის ავტორები და ორგანიზატორები ამბობენ, გამოკითხვამ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გამოავლინა გენდერული უთანასწორობის თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG