Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მეთვალყურეები ისევ არ შეუშვეს ყირიმში


ეუთოს განცხადებით, მისი სამხედრო მეთვალყურეები ისევ არ შეუშვეს ყირიმში, რის გამოც ისინი უკრაინის ქალაქ ხერსონში ბრუნდებიან შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად. ეუთომ (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ) სოციალურ ქსელ ტვიტერით გაავრცელა ეს ცნობა. მანამდე საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ შეიარაღებულიმა პირებმა გააჩერეს ორი ავტობუსი, რომლებითაცეუთოს მეთვალყურეები ყირიმში მიემგზავრებოდნენ და მათ არ მისცეს ყირიმის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გამოაცხადა, რომ ეუთოს მეთვალყურეებს არ მიუღიათ ყირიმის ხელისუფალთა „ოფიციალური მოსაწვევი“. ეუთოს მისიის წევრებს - 48 სამხედრო და სამოქალაქო მეთვალყურეს - ხუთშაბათსაც ჩაუკეტეს ყირიმში შესასვლელი გზა, რის გამოც მათ ღამე ქალაქ ხერსონში გაატარეს.
XS
SM
MD
LG