Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სასამართლომ ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო


თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, ილკერ ბასბაგი, რომელსაც შარშან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მთავრობის დამხობის დაგეგმვის ბრალდების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს აცნობა ბასბაგის ადვოკატმა. ერთი დღით ადრე თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბასბაგის იურიდიული უფლებები დარღვეულ იქნა. ბასბაგი 2013 წელს, ასობით სხვა სამხედროსთან ერთად გაასამართლეს მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულების მოწყობის ბრალდებით. თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი ბოლო ხანებში ცდილობს გააუმჯობესოს ურთიერთობა არმიასთან, თავის ოპონენტთან, ფეტულა გულენთან მწვავე დაპირისპირების ფონზე. გულენს, რომელიც ერთ დროს ერდოანის მოკავშირე იყო, ახლა პრემიერ-მინისტრი მისი დამხობის მცდელობის გამო კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის შეთხზვაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG