Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი: ყირიმს უკრაინა არასოდეს დათმობს


უკრაინის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი დეშჩიციამ თქვა, რომ უკრაინა არასოდეს დათმობს ყირიმს და კიევი ყველაფერს აკეთებს, რათა კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდეს. მან კიევში, შაბათს, პრესკონფრენციაზე, მოუწოდა რუსეთს, ნება დართოს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეებს შევიდნენ ყირიმის ტერიტორიაზე და ვითარება შეაფასონ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს მოსკოვში განუცხადა, რომ რუსეთს არ აკისრია პირდაპირი როლი ყირიმის კრიზისში. მისივე თქმით, კიევის ახალი მთავრობა "არაა დამოუკიდებელი" და "დამოკიდებულია, სამწუხაროდ, რადიკალურ ნაციონალისტებზე". ლავროვმა ასევე დააბრალა კიევს, რომ არ აძლევს რუს ჟურნალისტებს უკრაინაში შესვლის ნებართვას, რაც ინფორმაციის თავისუფლებაზე უხეში თავდასხმაა.
XS
SM
MD
LG