Accessibility links

logo-print

ირანი: ექსპერტების დონეზე შეხვედრა ვენაში სასარგებლო იყო


ირანის ბირთული პროგრამის გარშემო ექსპერტების დონეზე მოლაპარაკება, ირანელი დიპლომატის თანახმად, სასარგებლოა. ირანის ფარსის სააგენტო იტყობინება, თუ რა განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰამიდ ბაიდინეჯადმა. მისი თქმით, 5-7 მარტის მოლაპარაკებაში ჩართული ყველა მხარე მიიჩნევს შეხვერას „ძალიან სერიოზულად და არსებითად“. ვენის ამ შეხვედრის მიზანი იყო სამომავლო, ირანის და მსოფლისო წამყვანი ექვსი ქვეყნის პოლიტიკოსთა დონეზე შეხვედრის მომზადება. ეს შეხვედრა მარტის 18-ისთვისაა დაგეგმილი და ორ-სამ დღეს გასტანს. მხარეები იმედოვნებენ, რომ საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ ივლისის ბოლოსთვის, როცა ვადა გაუვა ამ ეტაპზე ძალაში მყოფ გარდამავალ შეთანხმებას. თეირანთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას უსხედან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრის და გერმანიის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG