Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში მედიის ჩახშობის ბოლო მსხვერპლი „ასოშეიტიდ პრესია“


ყირიმის ნახევარკუნძულზე პრორუსულად განწყობილი შეირაღებული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს უსწორდებიან. ბოლო ინციდენტში, „ასოშეიტიდ პრესის“ ცნობით, ყირიმის დედაქალაქში დააპატიმრეს სააგენტოს რეპორტიორები და კონტრაქტორები. ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მათ წაართვეს აღჭურვილობა და ისინი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. სააგენტო მომხდარს გმობს და აპირებს ამის თაობაზე ყირიმის ხელისუფალთ აცნობოს. ნახევარკუნძულზე, რომელიც უკრაინის შემადგენლობაშია, მაგრამ პრო-რუსულ შეიარაღებულ ძალებს უკავიათ, უკრაინული მედია ჩაშობილია, ორმა არხმა გამოაცხადა, რომ მათ ნაცვლად მაუწყებლობენ რუსეთის ტელე არხები.
XS
SM
MD
LG