Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა უკრაინის კრიზის თაობაზე დასავლელ, და ბალტიისპირელ მოკაშირეებს ესაუბრა


თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უკრაინის კრიზისის გარშემო ტელეფონით ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერს, დევიდ კამერონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს და იტალიის პრემიერ-მინისტრს, მატეო რენცის. თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, ობამამ ერთობლივი სატელეფონო საუბარი გამართა ასევე ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებთან. განცხადებაში არაფერია ნათქვამი დეტალებზე. საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენლობის თქმით, ობამამ და ოლანდმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ „ახალ ზომებს“ მიმართავენ რუსეთის წინააღმდეგ, თუ მოსკოვი უკრაინის კრიზისის განმუხტვას ვერ შეძლებს. ობამა და ოლანდი მოითხოვენ, რომ რუსეთმა უკან გააბრუნოს თებერვლის ბოლოს ყირიმში შეყვანილი ჯარი და იქ უცხოელი მაეთვალყურეების განთავსებისთვის ყველაფერი გაკეთოს.
XS
SM
MD
LG