Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: ყირიმში არარუსულ მედიას ახშობენ


ეუთოს განცხადებით, უკრაინის შემადგენლობაში მყოფ ყირიმში არარუსულენოვანი მეადია განიცდის შეზღუდვებს, სატელევიზიო სიგნალების ჩახშობის ჩათვლით. მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელის , დუნია მიატოვიჩის მიერ ვენაში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიასაშუალებების ცენზურა, ჩახშობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა. ბოლო დღეებში ყირიმში გამორთეს უკრაინული არხები, ეუთოს თანახმად, წამყვანი უკრაინული კერძო მაუწყებლები და ერთი სახელმწიფო არხი. უკრაინული არხების ნაცვლად გადაიცემა რუსეთის არხ „როსია 24-ის“ და სამხედრო მაუწყებლის „ზვევდას“ პროგრამები. მიატოვიჩის თქმით, ყირიმში უკრანელ და უცხოელ ჟურნალისტებს, მათ შორის „ბი-ბი-სი-ს“ და „სი-ენ-ენ-ის“ ჟურნალისტებს უდიერად მოექცნენ ან დაემუქრნენ.
XS
SM
MD
LG