Accessibility links

logo-print

ყირიმში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სასაზღვრო პუნქტი დაიკავეს


უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახური იტყობინება, რომ რუსეთის ძალებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის სასაზღვრო საგუშაგოზე ყირიმის დასავლეთში. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის, ოლეჰ სლობოდიანის თქმით, ჩერნომორსკოეს საგუშაგოს დაკავება მოხდა სისხლისღვრის გარეშე დაახლოებით დილის ექვს საათზე. უკრაინის ტელეკომპანია, „პიატი კანალს“ მოჰყავს სლობოდიანის სიტყვები, რომ საგუშაგო დაიკავა რუსეთის ფედერაციის სამხედროთა რაზმმა, 30 კაცის გემადგენლობით. მისი თქმით, ახლა რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ ყირიმის 11 სასაზღვრო საგუშაგოს. რუსეთმა გააძლიერა თავისი ზეწოლა უკრაინაში, ყირიმში. ნახევარკუნძულის პრორუსულმა ხელისუფლებამ რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი დანიშნა 16 მარტისთვის. უკრაინის პარემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს თავისი მიწის "ერთ გოჯსაც" არ დაუთმობს.
XS
SM
MD
LG