Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი: ირანთან საბოლოო შეთანხმების გარანტია არ არსებობს


არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ თეირანთან მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება საბოლოო მრავალმხრივ შეთანხმებამდე მიგვიყვანს, - ეს განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. ზარიფმა თქვა, რომ თეირანი მხოლოდ მაშინ მოაწერს შეთანხმებას ხელს, თუ მისი უფლებები იქნება დაცული. ეშტონი ირანში ჩავიდა შაბათს ამ ქვეყნის ხელისუფლებთან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო საკონსულტაციოდ. მისი შეხვედრების თემა ირანისა და ევროკავშირის ურთოერთობაცაა. ერთი მხრივ ირანი და მეორე მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია ნოემბერში შეთანხმდნენ, რომ თეირანი შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას, ამის სანაცვლოდ კი მას შეურბილებენ ადრე დაწესებულ სანქციებს.
XS
SM
MD
LG