Accessibility links

გრძელდება მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ძებნა


შაბათ დილით დაკარგული, მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ძებნას განაგრძობენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე გემი და საავიაციო ტექნიკის 20 ერთეული. „ბოინგ-777-ის“ ტიპის ავიალაინერის ბორტზე 239 მგზავრი იყო. ის რადარებიდან გაქრა, როცა სამხრეთ ჩინეთის თავზე იმყოფებოდა. თვითმფრინავი კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა.
მგზავრების ორი მესამედი ჩინელები, დანარჩენები, სხვა სახელმწიფოების, მათ შორს რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ვარაუდობენ, რომ ორმა მგზავრმა რეგისტრაციისას, ტაილანდში ნამდვილი მფლობელებისგან მოპარული პასპორტები გამოიყენა. შესაძლებელი ავარიის გამოძიებაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნების სამსახურები,მათ შორის აშშ-ის გამოძიების ფელერალური ბიურო.
XS
SM
MD
LG