Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა


ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი საველე მეთაური, მოჰამად ყასიმ ფაჰიმი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა 56 წლის ასაკში. პრეზიდენტის წარმომადგენეომა, აიმალ ფაიზიმ განაცხადა, რომ ფაჰიმი კვირას, დილით გარდაიცვალა. მისი თქმით, ქვეყანაში გამოცხადდა სამდღიანი გლოვა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ფაჰიმი, რომელსაც დიაბეტი სჭირდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფაჰიმი ჰამიდ კარზაის პივრელ მოადგილედ 2009 წლიდან მუშაობდა. ის იყო ჩრდილოეთის ალიანსის ქარიზმატული მეთაურის, ალ ყაიდის მიერ 2001 წელს მოკლული, აჰმად შაჰ მასუდის მოკავშირე.
XS
SM
MD
LG