Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკიმ კიევში მაიდანზე შეკრებილებს მიმართა


რუსეთის ყოფილი ენერგომაგნატი, მიხაილ ხოდორკოვსკი კიევში ჩავიდა და კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ათასობით ადამიანს მიმართა. ხოდორკოვსკიმ, ერთ დროს რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა და ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა პირმა, რომელმაც ათი წელი გატარა ციხეში, რუსეთი დაადანაშაულა უკრაინაში პოლიციის მიერ მშვიდობიანი ადამიანების მიერ ძალის გამოყენებასთან კავშირში, რასაც ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „რუსეთის პროპაგანდა, როგორც ყოველთვის ტყუის. აქ არ არიან ფაშისტები და ნაცისტები, უფრო სწორად, მათი რიცხვი აქ არაა იმაზე მეტი, რაც მოსკოვის თუ პიტერის ქუჩებში, თქვა ხოდორკოვსკიმ. მან კიევში შეკრებილებს უთხრა, რომ არსებობს სრულიად სხვაგვარი რუსეთი, ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ აპატიმრო ემუქრებოდათ, ანტისაომარ მიტინგებზე გამოდიოდნენ მოსკოვში. ამ ნათქვამს დემონსტრანტები შეძახილები მოჰყვა: "რუსეთო გამოიღვიძე!" მიხაილ ხოდორკოვსკი ორშაბათს კიევის უნივერსიტეტში ლექციას ჩაატარებს.
XS
SM
MD
LG