Accessibility links

logo-print

ყირიმში რუსეთის ტელეარხები ამოქმედდა


რუსეთის სატელევიზიო არხებმა დაიწყეს მაუწყებლობა უკრაინის, ყირიმის ნახევარკუნძულზე, იმ სიხშირეებზე, რომლებსაც უკრაინის ტელეარხები იყენებდნენ, სანამ გასულ დღეებში მათ სიგნალებს არ ჩაახშობდნენ. ახლა ყირიმში მაუწყებლობენ რუსეთის ტელეარხები, მათ შორის სახელმწიფო „როსია 24“ და სამხედრო არხი, „ზვეზდა“ . ყირიმის თვითგამოცხადებულ პრორუსულ მთავრობას ამ ფაქტებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ეუთომ რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმში მედიის ჩახშობა.
XS
SM
MD
LG