Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო დასავლეთს მოუწოდებს, არ დატოვონ უკრაინა მარტო


პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მოუწოდებს დემოკრატიულ ქვეყნებს, არ დატოვონ უკრაინა მარტო რუსეთთან პირისპირ. ამის შესახებ განცხადება პოლიტიკოსის პირად ვებსაიტზე ქვეყნდება. ის ახსენებს დემოკრატიულ ქვეყნებს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალები არის გარანტი უკრაინაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად: „ამ შეთანხმების წყალობით ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი“, - აცხადებს ტიმოშენკო. მისი სიტყვებით, მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის მიმართ ეხება მთელ მსოფლიოს.
XS
SM
MD
LG