Accessibility links

logo-print

რობერტ გეითსი: ყირიმი ვეღარ მოახერხებს რუსეთისგან თავის დაღწევას


აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ უკვე ძალიან გვიანია შეჩერდეს რუსეთის მხრიდან ყირიმის დაპყრობა. ინტერვიუში, რომელიც მან ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს“ მისცა, თქვა, რომ „ყირიმი უკვე ვეღარ მოახერხებს რუსეთისგან თავის დაღწევას“. რამდენიმე ხნით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა მოეძებნა გზა, რათა მოსკოვი იძულებული გაეხადა გაეყვანა ჯარები ყირიმიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები თვლიან, რომ ვაშინგტონი და მისი საერთაშორისო პარტნიორები შეძლებენ დაარწმუნონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაიყვანოს ჯარები ყირიმიდან და დაასრულოს ნახევარკუნძულის ოკუპაცია, რომელიც ამჟამინდელი უკრაინის სახელმწიფოს საზღვრებში შედის. ობამას ერთ-ერთი თანაშემწე, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპანია „ენ ბი სის“ მისცა ინტერვიუ, აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ ცნობს ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს გამოეყოფა თუ არა ყირიმი უკრაინას: „ქვეყნების უმეტესობა ამ რეფერენდუმს არ აღიარებს“, - განაცხადა მან.
XS
SM
MD
LG