Accessibility links

თალიბანი აპირებს თავდასხმების მოწყობას ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებს დროს


თალიბანი პირობას დებს, რომ თავდასხმებს მოაწყობს ავღანეთში 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. თალიბანმა ორშაბათს ელექტრონული ფოსტით გააგზავნა შეტყობინება საინფორმაციო სააგენტოებში, რომ მეამბოხეებს მიღებული აქვთ დავალება, ძალა გამოიყენონ მოახლოებული „ფალსიფიცირებული არჩევნების“ ჩასაშლელად. თალიბები, მისი წარმომადგენლის თქმით, მთელ ავცანეთში ეუბნებიან სასულიერო პირებს, გაავრცელონ ცნობა, რომ არჩევნები „ამერიკული შეთქმულებაა“. ავღანეთში წინა არჩევნების დროს, 2009 წელს, სულ ცოტა, 31 სამოქალაქო პირი და 26 პოლიციელი და ჯარისკაცი შეიწირა კენჭისყრის დღეს მოწყობილმა თავდასხმებმა. წელს 5 აპრილის არჩევნები გაარკვევს, ვინ შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე ჰამიდ კარზაის.
XS
SM
MD
LG