Accessibility links

რუსეთი შეშფოთებულია „უკანონობით“ აღმოსავლეთ უკრაინაში


რუსეთის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს, მისი შეფასებით, „უკანონობით“, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსებსა და რუსულენოვან მოქალაქეებს აღმოსავლეთ უკრაინაში. საგარეო უწყების განცხადებაში მოყვანილია ხარკოვში შაბათს მომხდარი ინციდენტი, როცა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა, რომლებსაც ულტრანაციონალისტური „მემარჯვენე სექტორის“ მოკავშირეებად მიიჩნევენ, ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონსტრანტებს. ხარკოვის პოლიცია აღიარებს, რომ მოხდა მომცრო ინციდენტი, თუმცა მასთან „მემარჯვენე სექტორის" კავშირზე მარტო ანონიმური სატელეფონო ზარი მიუთითებს. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს ასევე, რომ დნეპროპეტროვსკის პოლიციამ დააკავა შვიდი რუსი ჟურნალისტი. სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულია „გაოცება" ამ ინციდენტების მიუხედავად, „დასავლელი პარტნიორების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უცხოური მედიის უსირცხვილო დუმილის“ გამო. უკრაინის მთავრობა და დასავლელი ლიდერები მოსკოვს ადანაშაულებენ ფაქტების დამახინჯებაში, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დამხობაში მონაწილე დემონსტრანტების მოძალადე ექსტრემისტებად წარმოსაჩენად.
XS
SM
MD
LG