Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობა უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს ხელისუფლებას


უკრაინის გამო საქართველოს ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მან დღეს განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს თავისუფალი სამყაროს ლიდერ სახელმწიფოებს, მათ მიერ შემუშავებულ სანქციებს და მოკავშირეთა უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ქმედით ნაბიჯებს, რომელთა მიზანია რუსეთის აგრესიული ქმედებების აღკვეთა როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ. ყოფილი მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ აშშ-მა, კანადამ და ევროპულმა სახელმწიფოებმა გამოაქვეყნეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი, რომლის მიზანია სუვერენული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო აგრესიისა და ინტერვენციის შეწყვეტა. ნაციონალური მოძრაობის განცხადებითვე, მისი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, გასულ კვირაში უარყო საპარლამენტო უმრავლესობამ. “ქართული ოცნების უპასუხისმგებლო პოზიციის გამო საქართველო იზოლირებული აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს ერთიანი ძალისხმევისგან და არ გამოხატა პრინციპული სახელმწიფოებრივი პოზიცია უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და დეოკუპაციის პრობლემის წარმატებით გადაჭრას”, - ნათქვამია ნაციონალური მოძარობის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG