Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი: მოსკოვის ქმედებებზე ყველაზე მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს ევროსაბჭოს


უკრაინაში მოსკოვის ქმედებებზე ყველაზე მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს ევროსაბჭოს, რადგან რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრია - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც სტრასბურგში მონაწილეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ორდღიან სხდომაში. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარებაა. თინა ხიდაშელის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ევროპის საბჭო არაადეკვატურად მოიქცა და რუსეთის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ გამოუყენებია. „მას შემდეგ რუსეთი ევროსაბჭოს წევრობას განაგრძობდა როგორც თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წარმომადგენელი და ამის ბრალიც არის, რასაც დღეს უკრაინაში ბედავს პუტინის ხელისუფლება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
XS
SM
MD
LG