Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტისგან წერილი მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან წერილი მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი პრესსამსახურის ცნობით, ბარაკ ობამა ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტის ფარგლებში შეხვდება. "მოუთმენლად ველი სამიტსა და ჩვენი მასპინძლების მიერ შემუშავებულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას. 2010 წელს ვაშინგტონში და 2012 წელს სეულში გამართული ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გადავდგით იმედის მომცემი ნაბიჯები მსოფლიოში ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ინდივიდუალური და ერთობლივი შესაძლებლობების განსამტკიცებლად“, - ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტერორიზმის საფრთხე კვლავ რეალურია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბირთვული ტერორიზმის გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. „ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, 2014 წლის სამიტი წარმატებული იქნება და ბირთვული ტერორიზმისაგან ადამიანებს უკეთ დავიცავთ", - ნათქვამია პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში. ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტი ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართება.
XS
SM
MD
LG