Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ოფიციალური პირები პროპაგანდად მიიჩნევენ თალიბანის მუქარას


ავღანელი ოფიციალური პირები „პროპაგანდისტულ ძალისხმევად“ მიიჩნევენ თალიბანის მუქარას თავდასხმებით, 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასაშლელად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თალიბანს სურს ხალხში „პანიკის დათესვა“. პრესმდივანი ამბობს აგრეთვე, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული გეგმა არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თალბანმა ორშაბათს განაცხადა, რომ კენჭისყრის ჩასაშლელად თავდასხმებს მოაწყობს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეზე, აქტივისტებზე, უშიშროების ძალებსა და ოფისებზე. ამასთან, თალიბანი ავღანელებს მოუწოდებს, თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებენ საარჩევნო უბნებზე მისვლით. ავღანეთში წინა არჩევნების დროს, 2009 წელს, სულ ცოტა, 31 სამოქალაქო პირი და 26 პოლიციელი და ჯარისკაცი შეიწირა კენჭისყრის დღეს მოწყობილმა თავდასხმებმა. წელს 5 აპრილის არჩევნები გაარკვევს, ვინ შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე ჰამიდ კარზაის.
XS
SM
MD
LG