Accessibility links

logo-print

იაცენიუკი სიტყვით გამოვა გაეროს უშიშროების საბჭოში


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ხუთშაბათს გამოვა გაეროს უშიშროების საბჭოში. იაცენიუკმა ორშაბათს კიევში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთს, რომლის ჯარებსაც ყირიმი აქვთ ოკუპირებული, სურს „გლობალური უსაფრთხოების საფუძვლებისათვის ძირის გამოთხრა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების რევიზია“. ამასთან, იაცენიუკს სჯერა, რომ ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლბელობა. რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, არ ცნობს უკრაინის ამჟამინდელ მთავრობას. ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, იაცენიუკი ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
XS
SM
MD
LG