Accessibility links

logo-print

ირანი ეშტონს აკრიტიკებს თეირანში აქტივისტებთან შეხვედრის გამო


ირანელი ოფიციალური პირები ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, კეთრინ ეშტონს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის თეირანში ვიზიტისას შეხვდა აქტივისტ ქალებს. საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების სარდლობის წევრმა, მასუდ ჯაზაიერიმ ირანის "საშინაო საქმეებში ჩარევა“ უწოდა ეშტონის ამ ნაბიჯს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ოფიციალური გაფრთხილება“ გაუგზავნა ავსტრიის საელჩოს, რომელიც შეხვედრის ორგანიზატორი იყო. კეთრინ ეშტონი კვირას შეხვდა რამდენიმე აქტივისტს. ის ირანს ეწვია ირანის სადავო ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად მას შემდეგ, რაც ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ შარშან მიაღწიეს დროებით შეთანხმებას ამ პროგრამის გარშემო. გრძელდება მოლაპარაკება საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 17 მარტს, ვენაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG