Accessibility links

logo-print

ევროკავშირი რუსეთს ემუქრება სანქციების გამკაცრებით


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი რუსეთს მოუწოდებს ყირიმში კრიზისის განმუხტვისაკენ. მისი განცხადებით, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს ყირიმის კრიზისის განსამუხტავად, ან შეიჭრება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე, ან ძალას გამოიყენებს მოლდავეთში - ანუ, მიმართავს ყირიმის ოპერაციის მსგავს ნაბიჯებს - ევროკავშირი გაცილებით უფრო მკაცრ სანქციებს შეიმუშავებს რუსეთის წინააღმდეგ. შიკორსკიმ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ლონდონში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, უილიამ ჰეიგთან შეხვედრის შემდეგ. „რუსეთისთვის საფასური და შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება პროგრესი. და შედეგები მართლაც შორსმიმავალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გააძლიერებს ამ საფრთხეებსა და ამ კრიზისს“, განაცხადა პოლონელმა მინისტრმა. ევროკავშირმა, რომელიც რუსეთის უდიდესი ეკონომიკური პარტნიორი და ენერგომატარებლების იმპორტიორია, გასულ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ.
XS
SM
MD
LG