Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: აკაკი გვენეტაძე

არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთა შორისაც სამხედრო დაპირისპირებას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ესენია: საქართველო - სენტ ლუსია, ავსტრია - შვეიცარია და უკრაინა - რუსეთი.
უბრალოდ დაუჯერებელია და ალბათ ვერც ერთი უკრაინელი დღემდე ვერ იჯერებს, რომ რუსეთმა შესაძლოა სამხედრო ძალა გამოიყენოს მოძმე (ახლა უკვე - „მოძმე“) ერის მიმართ...
უკრაინული სამხედრო ძალები ფორმირდებოდნენ, იარაღდებოდნენ, იწვრთნებოდნენ და კიდევ ბევრ რამეს აკეთებდნენ, მაგრამ მთელი თავისი უნარებისა და ძალის გამოყენება თუ აღმოსავლეთის მიმართულებით დასჭირდებოდათ ალბათ ვერასდროს წამოიდგენდნენ.
რუსებზე გავაგრძელებ ისევ, წარმოედგენა არ მაქვს, რა უნდა გაკეთდეს მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი ატოცთან და სხვა სოფლებთან აკეთებს. დიპლომატია - არ არსებობს. პირობა - რუსეთი არ ასრულებს. საერთაშორისო ზეწოლა - რუსეთს არ ეშინია. სამხედრო ძალით დაპირისპირება - აზრი არ აქვს.
გასულ კვირას ატოცს ვესტუმრეთ ზემოხსენებული ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ვფიქრობ წყლის ნაყვა იყო... რადგან პერმანენტული არაა ასეთი აქციები და კიდევ რუსეთთან ეგეთები არ ჭრის. ევროპაც დუმს. გაზის გარდა კიდევ სხვა რამისაც ეშინიათ მგონი.
ცოტა ადრე იყო, მაგრამ მაინც შეშფოთებული ვარ... რატომ ვეღარ ვიღებთ ქართველები კარგ ფილმებს?! რატომ არის მხოლოდ ორი კატეგორია: 1. უსახური კომედიები. 2. ნაცრისფერი დრამები. დიახ, ნაცრისფერი. ცოტა ფერადი, რომ იყოს სასიამოვნო სანახავი იქნებოდა. კინოფესტივალები საერთოდ, ჩვენი ტკივილია. საკონკურსოდ არ უშვებენ ჩვენს ფილმებს.
მიზეზი მარტივია - სულს ღაფავს კინომატოგრაფია.
პოზიტივისკენ შეცვლის გზა კი - რთული.

საქართველოს ნაკრების თამაშზეც ვიყავი. ევროპის 6 უსუსტეს ნაკრებთა შორის მყოფ ლიხტენშტაინს რთულად მოვუგეთ. მოგებაც კარგია, ახალგაზრდების თამაშიც კარგია, ფორმაც (შინდისფერი) კარგია, პირო-ტექნიკაც კარგია ტრიბუნაზე, მაგრამ ვინმე უფრო ძლიერის წინააღმდეგ ასეთი თამაში კარგს არაფერს დაგვმართებს. უბრალოდ განწირულები ვიქნებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG