Accessibility links

აშშ რუსეთს უკრაინის კრიზისის ერთობლივი მოწესრიგებისაკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სურს დაინახოს, რომ რუსეთი მზად არის ჩაერთოს ვაშინგტონის იმ დიპლომატიურ ძალისხმევაში, რაც უკრაინის კრიზისის განმუხტვას ისახავს მიზნად. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც რამდენიმე იდეა გააცნო მის კოლეგა სერგეი ლავროვს, მზად არის მონაწილეობა მიიღოს შემდგომ მოლაპარაკებებში, თუ დაინახავს „მკაფიო ნიშანს რუსეთისაგან ამ წინადადებების განხორციელებაში მონაწილეობის მზადყოფნაზე.“ პსაკის თქმით, ჯერჯერობით ლავროვისგან არავითარი პასუხი არ მიუღია. ლავროვის თქმით, კი რუსეთმა საკუთარი გეგმები მოამზადა უკრაინაში კრიზისის მოწესრიგების თაობაზე მას შემდეგ, რაც იგი იმედგაცრუებული დარჩა ვაშინგტონის წინადადებებით.
XS
SM
MD
LG