Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება ელექტრონული მმართველობის განვითარება


სახელმწიფო სერვისების ხალხთან დაახლოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობა ელექტრონული მმართველობის განვითარებას იწყებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გუშინ ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ კომისიის წევრებს 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია - „ციფრული საქართველო“ - გააცნო, რომელიც 11 პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. გადაწყდა, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელება ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდეს სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ხოლო გაწეული მუშაობის ანგარიში პრემიერს თვეში ერთხელ წარედგინოს.
XS
SM
MD
LG