Accessibility links

logo-print

გიგი უგულავა ვარაუდობს, რომ პროკურატურა მის დაპატიმრებას მოითხოვს


გიგი უგულავა, რომელსაც სასამართლომ მერის უფლებამოსილება შეუჩერა, ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესზე, რომელიც 12 მარტს გაიმართება, პროკურატურა მის დაპატიმრებას მოითხოვს. საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსის“ თანახმად, გიგი უგულავამ განაცხადა: ,,ის ოქმი, რომელიც ჩემს ადვოკატებს ჩაბარდა, ჩემი აქ არყოფნის დროს, იმდენად აბსურდულია, რომ უტიფრობასთან ერთად გეოგრაფიის უცოდინრობასაც მოიცავს. გარდა ამისა, იმდენად ზერელედ და არაპროფესიონალურადაა შედგენილი, რომ 2013 წლის 5 მარტით არის დათარიღებული და არა 2014 წლის. რამ გაავეშა ეს მთავრობა მაინცდამაინც ახლა, ამაზე შემიძლია მხოლოდ ვიმარჩიელო...” გიგი უგულავა უკვე დაბრუნდა დუბლინიდან, სადაც ის ევროპის სახალხო პარტიის კონგრესს დაესწრო.
XS
SM
MD
LG