Accessibility links

logo-print

დადგენილია მოპარული პასპორტის მფლობელი მგზავრი გაუჩინარებული თვითმფრინავიდან


მალაიზიის პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ კვირაში გაუჩინარებულ თვითმფრინავის ორიდან ერთი ყალბი პასპორტის მფლობელი მგზავრი 19 წლის ირანელი თავშესაფრის მძლეველი აღმოჩნდა. როგორც ტან სრი ხალიდმა სამშაბათს უთხრა ჟურნალისტებს აღნიშნული პირი გერმანიაში აპირებდა ჩასვლას და იგი არ ყოფილა არც ერთი ტერორისტული დაჯგუფების წევრი. მოპარული პასპორტის მქონე მეორე პირის ვინაობა კვლავაც უცნობია. მესამე დღეა გრძელდება შაბათს ღამით დაკარგული კომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი „ბოინგ 777-200“-ის საძიებო სამუშაოები. თვითმფრინავი ნახევარკუნძულ მალაკის დასავლეთ ნაწილში გაუჩინარდა. სწორედ აქ წარმოებს სამძებრო სამუშაოები. ავიალაინერზე, რომელიც რეისს კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა, 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფება.
XS
SM
MD
LG