Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი აცხადებს, რომ იგი კვლავ ლეგიტიმური პრეზიდენტია


ძალაუფლებას ჩამოშორებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ იგი კვალ ლეგიტიმური პრეზიდენტია და როდესაც ამის საშუალება მიეცემა, მალე დაბრუნდება კიევში.„ვრჩები არა მხოლოდ უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არამედ უმაღლეს მთავარსარდლად. მე არ შემიწყვეტია უფლებამოსილებები ვადამდე. მე ცოცხალი ვარ. მე არ გადავუყენებივარ თანამდებობიდან უკრაინის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურებით. როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას მომცემს, დარწმუნებული ვარ, დიდიხნით ლოდინი არ მომიწევს - მე აუცილებლად დავბრუნდები კიევში,"- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც უკრაინიდან გაქცევის შემდეგ რუსეთის დონის როსტოვში მეორედ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. უკრიანის გადაყენებულმა პრეზიდენტმა არალეგიტიმური უწოდა 25 მაისისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არ ითანამშრომლოს უკრაინის ამჟამინდელ „ბანდიტურ ხელისუფლებასთან, “ რომელიც ტერორის გზით ცდილობს ხელისუფლების უზურპირებას. ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა მხოლოდ 8 წუთს გაგრძელდა. ჟურნალისტებს მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცემიათ.
XS
SM
MD
LG