Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი დასავლეთს მოუწოდებს არ ითანამშრომლოს „უკანონო ხელისუფლებასთან“


ძალაუფლებას ჩამოშორებული უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ იგი კვლავ ლეგიტიმური პრეზიდენტია და როდესაც ამის საშუალება მიეცემა, მალე დაბრუნდება კიევში. ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც უკრაინიდან გაქცევის შემდეგ რუსეთში, დონის როსტოვში, მეორედ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, არალეგიტიმური უწოდა 25 მაისისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არ ითანამშრომლოს უკრაინის ამჟამინდელ „ბანდიტურ ხელისუფლებასთან, “ რომელიც ტერორის გზით ცდილობს ხელისუფლების უზურპირებას. „ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც არაკონსტიტუციური გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსულმა ხროვამ 25 მაისს დანიშნა, აბსოლუტურად არალეგიტიმური და უკანონოა. ის არ შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციის 103-ე მუხლს. ხელისუფლების ნებისმიერი ორგანო, რომელიც ამ უკანონო არჩევნების შემდეგ შეიქმნება, ასევე არალეგიტიმური და უკანონოა“, - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომლის მიმართვა 8 წუთს გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG