Accessibility links

logo-print

მაოისტმა მეამბოხეებმა ინდოეთში 16 გასამხედროებული პირი მოკლეს


პოლიციის თანახმად, ინდოეთის პარამილიტარისტული დაჯგუფების წევრების ფორმაში გადაცმულმა მაოსიტმა მეამბოხეებმა ინდოეთის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ჩატისგარის ტყით დაბურულ რეგიონში 16 გასამხედროებული პირი მოკლეს. სამშაბათს გავრცელებული ცნობებით, მეამბოხეები თავს დაესხნენ სატვირთო მანქანების კოლონას, ხოლო შეტაკება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. აპრილის მოახლოებული არჩევნების წინ მაოისტმა მეამბოხეებმა გაახშირეს თავდასხმები. თებერვალში იმავე რეგიონში ხუთი პოლიციელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG