Accessibility links

logo-print

საქართველოსა და ესპანეთის მთავრობებმა შექმნეს ეკონომიკური კომიტეტი


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ესპანეთის მთავრობებმა ეკონომიკური კომიტეტი შექმნეს. შესაბამის შეთანხმებას მადრიდში მოაწერეს ხელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესპანეთის სამეფოს ვაჭრობის სახელმწიფო მდივანმა ხაიმე გარსია ლეგაზმა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, კომიტეტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პროექტებისა და ინვესტიციების განხორციელებას. “ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერამდე ორგანიზებას გავუწევთ ერთობლივ ბიზნესფორუმს და ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ფორუმი კონკრეტული შედეგებით დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განმარტებით, საქართველო-ესპანეთის ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ვაჭრობის გათავისუფლება ტექნიკური ბარიერებისგან. უახლოეს ხანში ორი ქვეყანა ინვესტიციათა დაცვის ხელშეკრულების გაფორმებასაც აპირებს.
XS
SM
MD
LG