Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. „ვფიქრობ, ჩემი როლი ერთ-ერთი მოკრძალებულია მთავრობის იმ სერიოზულ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს მიერ ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ თანამდებობიდან გადადგომას გადაწყვეტს, ამას პრემიერ-მინისტრის შემდეგ ჟურნალისტები შეიტყობენ. პრესით გავრცელებული ცნობით, თეა წულუკიანმა თანამდებობა შესაძლოა, საფრანგეთში დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გამო დატოვოს. ამ ინფორმაციის საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ 2013 წლის მაისიდან პროკურატურა სამინისტროსგან დამოუკიდებელი ორგანოა და შესაბამისად, კეზერაშვილის საქმე მხოლოდ პროკურატურის კომპეტენციაა.
XS
SM
MD
LG