Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპოლი გამორიცხავს ტერაქტის მცდელობას გაუჩინარებულ თვითმფრინავში


ინტერპოლი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოპარული პასპორტის მქონე ორი მგზავრი, რომლებიც მალაიზიის ავიახაზების კუთვნილ გაუჩინარებული თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, ირანელები არიან. ინტერპოლმა გამოაქვეყნა ფოტოსურათი, თუ როგორ შედიან თვითმფრინავში 19 წლის პური ნოურმოჰამადი და 29 წლის დელავა საიდმოჰამადერზა. ინტერპოლის გენერალური მდივანი რონალდ ნობლე ვარაუდობს, რომ გამოძიების ხელთ აქამდე არსებული მტკიცებულებებით „ტერორისტულ შემთხვევაზე“ საუბარი არ შეიძლება. შაბათს თვითმფრინავი ნახევარკუნძულ მალაკის დასავლეთ ნაწილში გაუჩინარდა. ავიალაინერზე, რომელიც რეისს კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა, 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფება.
XS
SM
MD
LG