Accessibility links

logo-print
ავტორი: ანა ჯაფარიძე

რამდენიმე დღის წინ გასაუბრებაზე ვიყავი, სტანდარტული წესით მიღება, შემცბარი სახეები, სივის გაგზავნის მიუხედავად ისევ თავიდან მომაყოლეს ყველაფერი, მკითხეს რა იცით ჩვენი ჟურნალის შესახებ და ა.შ. მაგრამ შუა გასაუბრებაზე კარზე ხმა ისმის და შემოვიდა რამდენიმე მამაკაცი, ჩემთან მოსაუბრებს მოახსენეს რომ იყვენენ გენ იპექციდან და ფართის გადახდაზე ჰქონდათ დავალიანება. მოსაუბრე გოგოს სიტყვები უკვე ისე აღარ მესმოდა, ერთი გავიგე რომ ხსნიან ახალ ჟურნალს ჯამთელობასა და სილამაზეზე, დედლიანს კი გამოგიგზავნით მეილითო. თუმცა დღემდე არ მიმიღია ე.წ. დავალება მათი თქმით. გაგიჩნდებათ კითხვა რატომ მოვყევი ეს ყოველივე?.. როგორც ყევლას მეც მიჩნდება შეგრძნება ასეთი “ფარსი” გასაუბრების ვითომ დასაქმების პერპექტივით.ჰონორარზე არანაირი საუბარი არ ყოფილა (სტანდარტული პრობლემა). ბევრი ყოფილა მსაგავსი შემთხვევა, მასალაც მომიმზადებია მერე ჟურნალი ან არ გამოსულა ან ერთი ნომერი, და ეგ იყო. საინეტერსო ამ ყველაფერში ისაა რომ ვალებში დამხვჩალი რედაქცია კიდევ ერთ გამოცემას ცდილობს. თუმცა მარტო ამ სფეროში ხომ არა ასე საქმე?.. ყველას კრიზისული პერიოდი დაემთხვა, განსაკუთრებით დაკვირვებული თვალი ამას უფრო შემოდგომზე და გაზაფხულზე ძლიერ ამჩნევს. ეკონომიკური ამინდს დავარქმევდი, გარდა იმისა რომ ეს გადამავალი პერიოდები ადამიანის ჯამრთელობაზე მოქმედებს, ასევე მის ბიუჯეტზეც. ყველგან უნდათ ცვილებები, მე როგორც ხშირი მაძიებელი სამსახურის, “ჯობ.გეზე” ან “ეიჩარ.გეზეც” დამვრწმუნდი რომ ერთიდაიგივე კომპანიები ზუსტად ამ პერიოდებში ეძებენ მომსახურე პერსონალს. კრიზისულ ვითარებას ძველის გაშვებით და ახლის მოყვანით აგვარებენ. მოკლედ ყველფერი ბრუნვადია. სახელმწიფო კონკუსებშიც მიმიღია მონაწიელობა, მართალი გითხრათ კერძოსგან ვერ განვასხვავებ “კლიშე” გჭირდება, ანაზღაურება კიდევ არა იმ წონის რასაც შენ გამოიმუშავებ.მქონია მსგავსი შემთხვევა, არც გამონაკლისი არ ვარ. თან არ დაგავიწყდეთ იქაც ნაცნობით მოვეწყვე. დამლაგებელიც კი კონკურსის წესით ირჩევა ბევრს ადგილას. დამასაქმებელი ბევრს წუწუნებს არაპროფესიონალიზმზე, აბრალებენ გამოუცდელობას და არცოდნას გასაგებია, მაგრამ კითხვა ჩნდება შეფერება თუ არა ანაზღაურება მათ მოთხოვნებს თან თურმე დამლაგებელმაც უნდა იცოდე კომპიუტერი და ინგლისური. განსხვავებუსლ არაფერს დავწერ რა საჭიროა ადამიანის წვალება, როცა უკვე კადრი შერჩეული გყავს მის ადგილზე?.. თუ ესეც იმ შეპირებებს უნდა მივაწეროთ რითაც “გვაბოლებენ”. პრივილეგიური კადრი ასე დავარქმევდი იმ ადამიანს, აბა უბრალო ხალხი ისეთ ადგილებშიც არ დაიშვებიან უშასვოთ როგორიც ეკლესია და წმინდანის საფლავი. ამ ყველაფერში საინტერესოდ მიმაჩნია “კაი ბიჭი, გოგოების” გამონათქვამები. ელიტარული ხალხის სიაში რომ წერიან ერთმანეთს პირში უცინიან, ხოლო სოცლურ ქსელებში უშვერ სიტყვებს იყენებენ. ვინმე გამოჩნდება პროგრესულად მოაზროვნე, განხვავებული აზრით, მალევე ქვებს ესვრიან. ზოგი მოიწონებს, აიტაცებს გინდაც არ მოსწონდეთ პიარს უკეთებენ. დღეები მიდის მსჯელობაში უნდა ეთქვა თუ არა “კაი გოგოს” სიტყვა ორალური. ამათ ლარს ფონ ტრიერის “ნიფომანიაკი” უნდა ენახათ, მაშინ ნახავდენენ სამედიცინო ტერმინის მოვიშველიებ ფალიციოს ხელოვნებას (როგორც ერთმა სექოლოგმა განაცხადა ცნოვბილ ტოქშოუში). ყველაზე სასაცილო ფაქტია, თუ არა სატირელი ამ ერთი გოგოს ნათქვამი გახდა ცნობილი გადაცემების მთავარი თემა. ქართველებს რა ხშირი ცვლა გვაქვს გემოვმნებაში, მოდას მივყებით ფეხის აყოლებით, ხოდა ამიტომაც დიდი დახვედრით ველით თურქ მწერალს იოჰან ფამუქს “უმანკობის მუზეუმის” სადარაჯოზე რიგებს ვაყენებთ გამომცელობასთან, რადგან თვითეულმა საკუთარი ულუფა მივიღოთ. ერთს გავუსვამ ხაზს ფამუქი მოვა და წავა, სამებათან რიგები კი ისევ გაგრძელდება. არ გეგონოთ რამეს ან ვინმეს განვიკითხავ, თავად ვარ ამ ყველაფრის მონაწილე, გულშემატკივარი. მეც ხომ რიგითი ქართველი ვარ, ანტიპუტინისტი, უკრაინის მხარდამჭერი, მართულხლართებში მოქცეული, დაუსაქმებელი. ქვეყანაში ყოველ მეოთხეს ეს აწუხებს. ვინც დასაქმებულია კი ხშირი გაფიცვებით და ბუნტით შემოიფარგლება. მცირეა იმ ადამინების რაოდენობა, რომელიც თავისი შრომითი ანაზღაურებით კმაყოფილი იყოს. თვის დასაწყიში თუ თვის ბოლოს გადასახადი კი უნდა გადაიხადო სახელმწიფოს მისცე ის თანახა, რაც ასევე ხელზე აიღე ხელფასის და პენსიის სახით. “რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო” მგონი ამ ანდაზის აზრი ცოტა სხვბანაირად ესმით. ცოდოა მართლაც ადამიანი რომელიც ელოდება პენსიას და იმავე დღეს ან მეორე დღეს აღებული თანახა ისევ შეაქვს სახელმწიფო ბიჯეტში, მაგრამ ჩვენ ისვე ბიუჯეტით ვიკვებებით. ამას წინათ “მუყაოს სოფელი” ვნახე საკუთარ თავს კითხვა დავუსვი რა დღეში არიან ის ადამიანები? რა პირობებში? ზოგჯერ კი ჩვენ ვიწყებთ წუწუნს, ვისაც თავზე ჭერი გვაქვს და სამყოფი საჭმელი. ხშირად ის წუწუნებს ვისაც მეტი აქვს სასაცილო ხდება გაჭირვებული ადამიანის თვალში. მათოხვრად ქცეული ბავშვები ქუჩაში, მოხუცები (ისე უკვე შეიძლება პროფესიად ჩაითვალოს). ზოგს მართლაც უჭირს, მაგრამ უკვე იმ მიაწერენ ვისაც უკვე ჩვევათ აქვს ბავშვებთან ერთდ ხელგაშვერილი სიარული. ჩვენი ბრალიც არის ზარმაცები ვართ, საზღვარგარეთ სხვის ნეხვს ვწმინდავთ, ხოლო საკუთარი გვეთაკილება. უამრავი ფონდებია, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალწლო და საღდგომო ნობათებით დადიან, მაგრამ იმ ხალხს მუდმივი სამსახური და შემოსავალი სჭირდება. ამიტომ ყევლა სამთვრობო და სახელმწიფო ორაგიზაცია სავალდებულოა დახმრება სხვა გზიდან გაკეთოს. გავკადნიერდები ამაში დიდი როლი უნდა დაეკისროს საქართველოს საპატრიარქოს. თანხები რაც გროვდება უნდა გათვალისწიბეული იყოს ამ ადამიანებისათვის. ბევრი რამ იქნება მათი ინიციატივით, ფასიანი სკოლები, კოლეჯები, ორგანიზაციები ვფიქრობ აქედან შეტანილი თანხის ნაწილი შეგროვილი უნდა იყოს, იმ დაუსაქმებელი ოჯახებისათვის. ასეთ პატარა ქვეყანაში მათხოვრების რაოდებოდა აჭარბებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მათხოვრების რაოდენობას, ბევრჯერ მიფიქრია ტყულად გაცემული თანხა “პროფესია” მათხოვრითვის დათური სამსახურივითაა, იმ დათვივით რუსეთში რომ ზის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG