Accessibility links

logo-print

ილაპარაკე ჩვენს ქალაქზე! (წერილი შენთვის)


ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

ჩვენ ყველანი ვსხედვართ ტელევიზორებთან და ვნერვიულობთ უკრაინის მოვლენებზე. უმრავლესობა თანავუგრძნობთ უკრაინელებს. ვხვდებით,რომ იქ მომხდარი მოვლენები ჩვენი ქვეყნის მომავალზეც აისახება. კარგია, როცა მთავარ მოედნებზე ან სტადიონებზე უკრაინის დროშით მივდივართ, სოლიდარობას ვუცხადებთ თავისუფლებისთვის მებრძოლებს,მაგრამ მოდით გულწრფელად დავფიქრდეთ: რეალურად რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ,უბრალო მოქალაქეებს უკრაინისთვის?

სოლიდარობის აქციების მოწყობა, სოციალურ ქსელებზე ფოტოების გაზიარება... ვაღიაროთ, ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი ჟესტია. არსებითად ამით უკრაინელებს ვერ დავეხმარებით. ეს არ ნიშნავს,რომ ჩვენი მხარდაჭერა არ დავაფიქსიროთ,მაგრამ კვირაში რამდენჯერმე რუსთაველზე, ან სადმე სხვაგან შეკრება არაფრის მომცემია.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა უფრო გამაღიზიანებელი ფორმებიც მიიღო. პოლიტიკოსები საათობით სხედან სტუდიებში და ერთმანეთს ეჯიბრებიან უკრაინის სიყვარულში. თითოეულ მათგანს თავისი მომხრე ახალგაზრდების ჯგუფი ახლავს. ეს უკანასკნელები მქუხარე ტაშისცემაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

არადა, დღეს ჩვენი აქტიურობით რეალურად შეგვიძლია დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს. ისინი გველოდებიან. სულ ახლოს ჩვენი სახლებიდან: ჭიათურაში,კაზრეთში, ტყიბულში...


გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას,რომ ჭიათურა კატასტროფის ზღვარზეა. მძიმე სოციალურ ყოფას თან ემატება ეკოლოგიური პრობლემები. დაბინძურებულია ჰაერი, წყალი, ნიადაგი. ქუჩაში გავლისას შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ ფოთლებზე,ნარგავებზე არსებულ შავ მტვერს. ყველაფერი ეს მანგანუმის მოპოვების წესების დაუცველობის შედეგია. ინვესტორი,რომელიც მაღაროს ფლობს, არ იცავს შრომის უსაფრთხოების ნორმებს. სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაოაბას აგერ უკვე მერამდენე მუშა შეეწირა.

რამდენიმე დღეა ჭიათურელი მაღაროელები გაფიცულები არიან. ისინი ითხოვენ ელემენტარულ საარსებო პირობებს. სამწუხაროდ,მათთვის დღეს თითქმის არავის სცალია. პოლიტიკოსებმა მუშები ინვესტროს შეატოვეს და მათ ურთიერთობაში არ ერევიან. მუშათა პრობლემებს საკმარისად არ აშუქმებენ ტელევიზიები. იშვიათი სასიხარულო გამონაკლისია გადაცემები: ''წითელი ზონა'' და ''რეალური სივრცე'', თუმცა ეს რა თქმა უნდა საკმარისი არაა.
„ცენტრალური ტელევიზიები უკრაინაში მიმდინარე პროცესების გაშუქებით არიან დაკავებულები. კი ბატონო ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და გვტკივა იქ არსებული სიტუაცია, მაგრამ როდესაც უკრაინის მოვლენებს საინფორმაციო გამოშვებებში ერთ საათს უთმობენ, ხომ შეიძლება თუნდაც 2 წუთიანი სიუჟეტი მოამზადონ ჭიათურაში არსებულ კატასტროფულად მძიმე სიტუაციის შესახებ?! ''-თქვა დღეს ერთ-ერთმა ჭიათურელმა ''IPN''თან საუბრისას.
***


საქართველოში ძალიან უყვართ აქციები,მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი იქ ქარიზმატული პოლიტიკოსების დაძახებულზე მიდის. სხვები მხოლოდ დიდ ტალღებს აჰყვებიან ხოლმე. ხშირად გაუაზრებლად.(მაგ: ეროვნული მოძრაობა,ვარდების რევოლუცია,2012 წლის არჩვნებამდე პერიოდის გამოსვლები). ვიღაცეებს აქციაზე მისასვლეად ჭირდებათ,რომ იქ ვინმე ცნობილი არტისტი ან არტიტს-ჩინოვნიკი ნახონ. ეს წერილი მათთვის არაა.

მე შენ გწერ. შენ,რომელიც სრულიად უანგაროდ, შენი გადაწყვეტილებით მიხვედი 2012 წლის შემოდგომის აქციებზე, ან მაგალითად, უკრაინის სოლიდარობის გამოსახატად რუსთაველზე.
ახლა, მოდი და ჭიათურელებს, კაზრეთელებს გამოვუცხადოთ თანადგომა. მათ ყველაზე მეტად უჭირთ. ნუ დაელოდები ვინმე ქარიზმატულ პოლიტიკოსს,რომელიც წინ გაგიძღვება, ან გულშიჩამოწვდომ სიტყვებს გეტყვის. ყველა აქცია ყალბი და უვარგისია,რომელსაც ლიდერები გეგმავენ. სირცხვილია იმ მიტინგზე წასვლა,რომელზეც გამომსვლელთა სიას წიანსწარ ადგენენ და ტაშის დამკვვრელებიც წინასწარ იკავებენ ადგილებს. შენ არ გჭირდება ორგანიზატორები, პარტიები . თვითონ აიმაღლე ხმა, თვითორგანიზდი.

დასწაყისისთვის ილაპარაკე!

ილაპარაკე,რომ შენი ქვეყნის ქალაქებში, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, ადამაინები იღუპებიან. ხმამაღლა თქვი,რომ მათი ხელფასი პურის ფულადაც არ კმარა, ჩვენი ქალაქის ქუჩები დაბინძურებულია ქიმიური ნარჩენებით. ილაპარაკე, რადგან როცა ადამაინი უსამართლობას ეწირება და შენ ჩუმად ხარ, შენც ბოროტების თანამონაწილე ხდები.

ყველგან მოყევი ჩვენს ქალაქზე: მეგობრებთან, სახლში,ქუჩაში,სოციალურ ქსელში. ლექციებზე ლექტორზე მეტი და ეკლსიაში მოძღვარზე ხმამაღლა ილაპარაკე . შეიძლება ყვირილიც მოგიხდეს, რომ უაზრო თემები და დადგმული ტაშის ხმა გადაფარო.

ილაპარაკე,რადგან ჩვენ ქვეყანაში ხშირად მისტირიან ქალაქებს,რომელიც წაგვართვეს,მაგრამ არავის არადრებს ქალქები,რომლებიც ჩვენია. ისინი გაიმეტეს სრული განადგურებისთვის, ეკოლოგოური კატასტროფისთვის. იქაურებს კი მონურ პირობებში შრომა აიძულეს.

ილაპარაკე,რადგან ეს უშუალოდ ჩვენი ბრძოლაა. ჩვენ ეს პრობლემები დღის მთავარ თემად უნდა ვაქციოთ, რომ პოლიტიკოსებმა ვერ აუარონ გვერდი მას. სახელმწიფომ ინვესტორს უნდა დააკისროს მეტი პასუხისმგებლობა. მუშებს უნდა ჰქონდეთ ხელფასი,რომლითაც ღირსეუალად იცხოვრებენ. ჩვენი ქალაქები არ უნდა დაბინძურდეს ქიმიური ნარჩენებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG