Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდული აზროვნება და გონების ტოტალიტარიზმი


ავტორი: გიორგი ხატიაშვილი

როგორც ხშირად ხდება ჩემს “მეცნიერულ ოპუსებთან” მიმართებაში სათაური დიდი ხნის წინ მოვიფიქრე, ხოლო შინაარსის დაწერას თავი ვერ მოვაბი.

რა არის “შეზღუდული აზროვნება და გონების ტოტალიტარიზმი”?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არაფერ ახალს არ ვამტკიცებ, რასაც აქ ვწერ, ალბათ, ჩემამდე 3000 წლით ადრეც დაიწერა, მე უბრალოდ, მონღოლეთში ველოსიპედის გამომგონებლის არ იყოს, ჩემით, ხელახლა ვიგონებ რაღაცებს.

შეზღუდულ აზროვნებას, მე ვუწოდებ ისეთ ფენომენს, როდესაც გონება შებოჭილია რაიმე იდეით (ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური იდეოლოგიით), აკვიატებით ან გაუნათლებლობით და “იმის იქით გახედვა არ უნდა”. გონების ტოტალიტარიზმი არსებითად იგივე კატეგორიაა, უბრალოდ, ვთვლი, რომ ეს ჩემ მიერ მოგონილი სიტყვადშეთანხმებაა (მეცნიერული ხიბლი რომ მიენიჭოს ცნებებს). სამოქალაქო განათლების ლექსიკონის თანახმად ტოტალიტარიზმი არის ”პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც სახელმწიფოს სრული (ტოტალური) კონტროლის ქვეშაა საზოგადოების ყველა სფერო, ფაქტობრივად ლიკვიდირებულია კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები; იდეოლოგიური მრავალფეროვნების ნაცვლად გაბატონებულია ერთადერთი იდეოლოგია, ჩანასახშივე, ტერორისტული მეთოდებით, იხშობა ნებისმიერი ოპოზიციური გამოსვლა და სხვაგვარად აზროვნება”, ხოდა, მე ეს ცნება ვცადე დამეკავშირებინა გონებასთან და აზროვნების პროცესთან. მთლად ორი სათაურივით რომ არ გამომივიდეს, ნიუანსური განსხვავების სახით ვიტყვი, რომ გონების ტოტალიტარიზმი ასევე მოიცავს აგრესიულობის კომპონენტს, როდესაც აზროვნება არა ამრტო შეზღუდულია (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გარემო პირობებით და ალტერნატიულ თვალსაზრისებზე ხელმიუწვდომლობით), არამედ უარს აცხადებს მიიღოს სხვა თვალთახედვა და პირიქით, სხვა რომ სხვანაირად ფიქრობს “ტოტალიტარული გონების პატრონში” აგრესიას იწვევს.

არსებითად ორივე კატეგორია (შეზღუდული აზროვნებაც და გონების ტოტალიტარიზმიც) უპირისპირდება “საღ აზრს”. საღი აზრი განვმარტოთ, როგორც გონების უნარი შეიმეცნოს, და თავისი მცდარობის შემთხვევაში, გადაახტეს თავის ვიწრო საზრისებს და აღიაროს “ჭეშმარიტება”. ასევე საღი აზრი მოიცავს, დედამიწაზე არსებულ გარკვეულ იდეათა ერთობლიობას, რომელიც არავის მხრიდან ეჭვ ქვეშ არ უნდა დაგდეს ხოლო თუ დადგება, ეჭვის ქვეშ დამყენებელი, ამ პოსტის სათაურში მოხსენიებული აზროვნების წესის მატარებელია. ყველაზე მარტივი და პრიმიტიული მაგალითია დედამიწის სფეროსებური ფორმის ან გრავიტაციის არსებობის უარყოფა. ცხადია, საგანს რომ ხელს გავუშვებთ ის ძირს დაეცემა, ასევე არსებობს სატელიტური სურათები რომელიც დედამიწის ფორმას გვაჩვენებს. მაგრამ შეზღუდული აზროვნების/ტოტალიტარული გონების პატრონს არ სურს ეს რეალობა გაათვიცნობიეროს, ნებისმიერი რაციონალური თუ ექსპერიმენტალური დასაბუთება მასთან უშედეგოა (შეაყარე კედელს ცერცვი). პირიქით, ამან მასში შეიძლება აგრესია გამოიწვიოს და აქეთ “შეტევაზე გადმოვიდეს” და საპირისპიროს მტკიცება დაგიწყოს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG