Accessibility links

ავტორი: თიკო ბედუკაძე

ჩემთვის უცნობი მწერალი - ზაზა ბურჭულაძე და მისი adibas-ი - გაცნობის საშუალება. ყდა დახვეწილი - შავი, ადიდასის ოქროსფერი ლოგოთი და წარწერით - adibas. მამაჩემმა რომ იცოდეს ამ წიგნის შინაარსი, ნამდვილად შეურაცხყოფილი დარჩებოდა გარეკანზე თავისი სახელის ამოკითხვით - რომანი.
თავი I - მულტიმედია, კითხულობ და იმდენი წერია მამაკაცის სასქესო ორგანოზე(და არა მარტო ამ თავში), რომ ცდილობ წარმოსახვა გააქვავო, წარმოსახვა, რომელსაც კითხვის პროცესში მთავარი როლი აკისრია, მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა... პირველივე თავიდან(თუ გვერდიდან) ხვდები, რომ ამ წიგნის წაკითხვა არაფერს მოგცემს (მხოლოდ, მინიმალურ წარმოდგენას მწერალზე), ანუ წაკითხვა-არწაკითხვა ,,სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“ - ამასაც ვერ გათქმევინებს.
რომანს ლაიტმოტივად გასდევს ომის ქრონიკები TV- დან, რადიოდან თუ პირდაპირ საჰაერო სივრციდან და მაინც, თბილისი ისეთივე თბილისია, როგორც ომამდე და ომის შემდეგაც ასეთივე იქნება: ,,დამყოლი, როგორც პლასტელინი, ჰიპერრეალისტური ქალაქი. ნებისმიერს შეუძლია მისი თავის ნებაზე გამოძერწვა, გაფერადება, გაუპატიურება და გაყალბება“ და თვითონაც ამასვე გთხოვს ეს ქალაქი. მთხრობელის რომ იყოს ეს ქალაქი, მის შესასვლელში ბანერებს დაკიდებდა წარწერთ: ,,Fake me”, ,,Color me”, ,,Fuck me”. არ ვიცი, ეს რამდენად დაგვეხმარებოდა იმაში, რომ ,,გვემათხოვრა უფრო ამაყად“, მაგრამ...
,,რაღაცნაირად გაწეული, п- სებური ფეხები აქვს, რომ ჩაიჯვას, ფეხებს არ დაისვრის.“
,,თან ყველა პრობლემაში ისე იოლად შედიხარ, როგორც დანა კარაქში.“
,,პირი რომ ამოუკერო, პროჭით ილაპარაკებს“
,,ერთდროულად მძიმედ და ჰაეროვნად მისრიალებს (ოფიციანტი), როგორც უთო“
,,მიყვარს პატარა გოგოები, ჩვილი ყველივით ყველა ნახვრეტიდან რძე რომ გადმოსდით“
,,ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული სააკაშვილი სარეველასავით ამოუძირკვავია, გრაფიტივით წარუშლელია, რეკლამასავით გარდაუვალია და საშაურმესავით ყველგანაა - თბილისის მასშტაბით“.
,,რაღაცნაირად მოვლილი, კოხტა მოხუცია - საკუბოვედ გამზადებული“
ეს ისე, ამონარიდები რომანიდან, ცოტაოდენი ,,მარგალიტები“ არავის აწყენს, სულ თუ არაფერი ესთეტიზმის გრძნობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია.
არ მინდა წაკითხვა და მაინც ვკითხულობ, იმიტომ რომ თუ წიგნის კითხვა დავიწყე, ბოლომდე უნდა მივიყვანო და ახლა ხომ არ ვუღალატებ ამ პრინციპს?! თან ვფიქრობ, იქნებ რაიმე დიადი თუ არა, პატარა იდეა მაინც დავინახო ამდენი სასქესო ორგანოს ორომტრიალში, მაგრამ... სამაგიეროდ ვხედავ, რომ ომის დღეებშიც კი ჩემი თანამოქალაქენი ისეთივე მშვიდნი და ამავდროულად აღშფოთებულნი არიან, როგორც ამერიკა და ევროპა ,,ვწუხვარ“-ის წარმოთქმისას, არანაკლებ ოსტატურად ამბობენ ,,შეშფოთებულნი ვართ“. რომ ომი ყველასთვის ომი როდია, არამედ ორი სხვა და სხვა სქესის ორგანოთა ბრძოლა-მორიგება, რომ fasion ხალხი ყველა დროს და ყველა სიტუაციაში უბრალოდ fasion-აა და უბრალოდ ხალხი, მეტი ვერაფერი.
მოკლედ, რომანმა ზოგისთვის ერთგვარი ვიაგრას ფუნქციაც კი შეიძლება შეასრულოს, სხვაა? სხვა... ისეთი არაფერი.
P.S. წიგნი ბიბლიოთეკისაა და უკანა ყდას შიგნიდან აწერია 15,30 ლარი. სანამ მას იყიდდეთ, გაიხსენეთ, ეს adibas-ია და არა adidas-ი, ყალბი ფალსიფიცირება, იმიტაცია და მეტი არაფერი...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG