Accessibility links

logo-print

ეუთო ყირიმის რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის, ეუთოს, განცხადებით, ყირიმში 16 მარტისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი, ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების გარშემო, ახლანდელი ფორმით, უკანონოა. ეუთო არ აპირებს რეფერენდუმზე თავისი მეათვალყურეების გაგზავნას. ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე ბურკჰალტერმა ეს განცხადება გამოაქვეყნა ეუთოს უებსაიტზე. რუსეთის „რია-ენოვოსტი“ იტყობინებოდა, რომ ეუთოს თხოვნით მიმართა, მიავლინოს მეთვალყურეები ყირიმში რეფერენდუმზე.
XS
SM
MD
LG