Accessibility links

ყირიმში გაათავისუფლეს ხუთი უკრაინელი აქტივისტი და ჟურნალისტი


ხუთი უკრაინელი აქტივისტი და ჟურნალისტი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში, ცოცხლები და თავისუფლები არიან. როგორც წუხელ განაცხადა ავტომაიდნის ჯგუფის წევრმა სერჰიუ ხარძინოვმა, ჯგუფის პრესმდივანი კატერინა ბუტკი, ბლოგერი ოლექსანდრ რიაზანცევა, რეპორტიორი ოლენა მაკსიმენკო, ჯურნალისტი იევჰენ პახნო და ფოტოგრაფი ოლეს კრომპლიასი ყირიმის პრორუსული გაერთიანება „ერთიანი რუსეთის“ საგუშაგოსთან კვირას დააკავეს და იმ დღიდან მოყოლებული მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით მხოლოდ სამი პირის- რიაზანცევას, ბუტკოსა და მაკსიმენკოს განთავისუფლებას ადასტურებს.
XS
SM
MD
LG