Accessibility links

logo-print

რუსეთის კულტურის მოღვაწეები პუტინს მხარს უჭერენ ყირიმის საკითხში


რუსეთის კულტურის მოღვაწეებმა ღია წერილით დაუჭირეს მხარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებებს უკრაინის ავტონომიურ ყირიმის რესპუბლიკაში. წერილს ხელს აწერს 81 კაცი, მათ შორის დირიჟორი ვალერი გერგიევი, პუშკინის მუზეუმის დირექტორი ირინა ანტონოვა, მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი, ვიოლონჩელისტი იური ბაშმეტი და სხვები. რუსეთის კულტურის სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ კულტურის მოღვაწეებს არ შეუძლიათ გულგრილად ადევნონ თვალი მოვლენებს და რომ ისინი „მტკიცედ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინისა და ყირიმის საკითხში.“ თუმცა, სხვა მოღვაწეებმა მწერლებმა ლიუდმილა ულიცკაიამ და ვიქტორ ეროფეევმა, ლეგენდარულმა მსახიობმა ლია ახედჟაკოვამ გასულ კვირაში გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც დაგმობილია ყირიმის ოკუპაცია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ.
XS
SM
MD
LG