Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პარლამენტარს სურს ხოდორკოვსკის „ექსტრემიზმი“ გამოიძიონ


რუსეთში ერთ-ერთმა დეპუტატმა ოფიციალური წერილით მიმართა გენერალური პროკურორის ოფისს, გამოიძიოს ყოფილი ნავთობმაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის შესაძლო ჩართულობა „ექსტრემიზმში“. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, რომან ხუდიაკოვმა გამოცემა „იზვესტიას“ ოთხშაბათს უთხრა, რომ, მისი შეფასებით, ხოდორკოვსკის მიერ კიევში გაკეთებული განცხადებები ექსტრემისტული იყო, რადგან შეიცავდა „რუსეთის წინააღმდეგ ამბოხის“ მოწოდებას. ხოდორკოვსკი კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე კვირას გამოვიდა სიტყვით ათასობით დემონსტრანტის, მათ შორის სტუდენტების წინაშე. მისი თქმით, რუსეთი „სიცრუეს“ ავრცელებს იმის შესახებ, თუ ვინ დგას უკრაინის მოვლენების მიღმა. ამასთან, ხოდორკოვსკის თქმით, რუსეთის ბევრი მოქალაქე ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგია. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომაც აღნიშნა, რომ ხოდორკოვსკიმ საჯაროდ დადო პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობა. კომპანია „იუკოსის“ ყოფილი შეფი 2003 წელს დააპატიმრეს გადასახადებისთვის თავის არიდების და სხვა ბრალდებების საფუძველზე. მას ამნისტია დეკემბერში შეეხო.
XS
SM
MD
LG