Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კონგრესმა დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები


სამშაბათს შეერთებული შტატების ორივე პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს რუსეთისგან, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. სენატის რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, ამოქმედდეს კონკრეტული ეკონომიკური სანქციები, რომელთა მიზანიც იქნება უკრაინიდან რუსეთის ძალების გაყვანა. ამერიკის სენატორებმა ასევე მოუწოდეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების შესახებ. კონგრესის ეს რეზოლუციები ატარებს სიმბოლურ ხასიათს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერს უკრაინის ახალ ხელისუფლებას და გამოთქვამს მზადყოფნას, უკრაინას გაუწიოს როგორც ეკონომიკური, ისე სხვა ტიპის დახმარება.
XS
SM
MD
LG