Accessibility links

logo-print

ყირიმელი თათრების ლიდერი მოსკოვში იმყოფება კრიზისზე სალაპარაკოდ


ყირიმელი თათრების ვეტერანი ლიდერი, მუსტაფა ჯემილევი, მოსკოვში იმყოფება და უკრაინაში შექმნილი კრიზისის შესახებ მართავს მოლაპარაკებას. სამშაბათს ჯემილევი შეხვდა რუსეთში თურქეთის ელჩს, აიდინ სეზგინს, ოთხშაბათს - რუსეთში უკრაინის ელჩს, ვლადიმირ იელჩენკოს. ჯემილევი მოსკოვში სამშაბათს საღამოს ჩავიდა, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, მინტიმერ შაიმიევის მიწვევის საფუძველზე. ჯემილევმა რადიო თავისუფლებას ყირიმის დატოვებამდე უთხრა, რომ შესაძლოა პრეზიდენტ პუტინთანაც გამართოს შეხვედრა. ჯემილევმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა ყირიმელი თათრების თვითმმართველობის ორგანოს, მეჯლისის პოზიცია - რომ რუსეთის ჯარმა ყირიმი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG