Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კანონიერად მიიჩნევს ყირიმის დამოუკიდებლობის დეკლარაციას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის პარლამენტის მიერ მიღებულ ყირიმის დამოუკიდებლობის დეკლარაციას კანონიერად მიიჩნევს, ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია სრულად სცემს პატივს ყირიმელი ხალხის ნების გამოხატულების შედეგებს რეფერენდუმის მსვლელობისას, რომელზეც, როგორც ცნობილია, ეუთოს დამკვირვებლებიც არიან მიწვეულები. 11 მარტს ყირიმის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, 16 მარტის რეფერენდუმზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ყირიმი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდება რესპუბლიკური ფორმის მმართველობით.
XS
SM
MD
LG